"თელასის" ქვესადგურ "ავლაბარში" პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო 24 და 25 აგვისტოს 11 საათიდან 17 საათამდე ისნის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.
24 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეეზღუდება: ქეთევან წამებულის გამზირის, საბანკოს დასახლების, მელაანის, გუჯარეთის, ამირეჯიბის, ონიანის, მიქელაძის, წალენჯიხის, ყარყარაშვილის, ანდღულაძის, ბაქრაძის, ბაბისხევის, ნიაბის, ზნაურის, ბეღლეთის, კაიშაურის, ურიცკის, არმაზის, ავლაბარის, არმაზის, ფაღავას, გურჯაანის, თელავის, წურწუმიას, ალადაშვილის, მარტყოფის, მთავარანგელოზისა და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს. ხოლო 25 აგვისტოს 11 საათიდან 17 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება: ქეთევან წამებულის გამზირის, ყარყარაშვილის, მელაანის, საინგილოს, ყვარლის, რატილის, უშაკოვის, მესხეთის, ტვიშის, მთისძირის, კასპის, საბადურის, აწყურის, დოესისა და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.