ცნობილი ქართველი რეჟისორის გიორგი დანელიას ფილმი "ქინ-ძა-ძა" 2011 წელს ეკრანებზე ანიმაციური სახით გამოვა. ამის შესახებ თავად რეჟისორმა განაცხადა.
მისივე თქმით, მან ფილმის პირველი ვერსია 2005 წელს მოამზადა და მისი დამთავრება 2008 წლისთვის იყო ნავარაუდევი.
რეჟისორის განცხადებით, მისი სურვილი იყო, რომ ფილმის ანიმაციური ვარიანტი მხათვრულის იდენტური არ ყოფილიყო. ფილმის გადაღება შერეული ტენიკური საშუალებებით ხდება და ის სამგანზომილებიანი ანიმაცია იქნება. გიორგი დანელიას განცხადებით, იგი ფილმში ერთ-ერთ გმირს გაახმოვანებს.