24 აგვისტოს, ბათუმში "აჭარა მუზიკ ჰოლში" ელექტრონული მუსიკის ანტინარკოტიკული აქცია "სინთეზ ფართი" გაიმართება. ქართველი მუსიკოსები დიმა დადიანი, დათო მარგიანი, რეზო ღლონტი, გიორგი მაისურაძე, გიორგი სუმბაძე, თორნიკე მელაძე ნარკოტიკების ზემოქმედების შედეგების შესამცირებლად ერთიანდებიან.
აქციის მიზანი ახალგაზრდებში ანტინარკოტიკული პროპაგანდაა.
რა შედეგები მოაქვს ნარკოტიკების მოხმარებას, როგორ ავიცილოთ თავიდან შიდსის გავრცელება და როგორ დავაღწიოთ თავი ნარკოტიკზე დამოკიდებულებას, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს წითელი ჯვარი და ასოცოაცია ,,ბემონი" აქციაზე საინფორმაციო სლაიდ შოუს ჩვენებას მოაწყობენ.
როგორც აქციის ორგანიზატორები კომპანია GMT-ის წარმომადგენლები აცხადებენ, ,,სინთეზ ფართი" ბათუმის შემდეგ საქართველოს რამდენიმე დიდ ქალაქში გორში, რუსთავში და თბილისში გაიმართება.
აქციის გენერალური სპონსორები არიან კომპანია ,,ლაქი გრუპი" და ,,ავტოგანვადება.გე
აქციის მხარდამჭერები არიან საქართველოს წითელი ჯვარი, საზოგადოებრივი გაერთიანება ,,ბემონი", საქართველოს ნარკოლოგიის ინსტიტუტი, ასოციაცია ,,თანადგომა".