22 აგვისტოს, 13:00 საათზე, ზოოპარკში გაიმართება სოციალური აქცია "ვხატავთ რომპეტროლს". მხატვრები, ანიმატორები და მხიარული მულტფილმების პერსონაჟები გაართობენ პატარებს და ერთად დახატავენ სურათებს მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად.
ბავშვები, რომლებიც აქციაში ჩაერთვებიან, რომპეტროლისგან ხატვისთვის საჭირო ატრიბუტებს, სპეციალურ დიპლომებსა და საჩუქრებს მიიღებენ. აქციის ფარგლებში, პატარები დახატავენ, იმღერებენ, იხტუნავებენ ბატუტზე და იხალისებენ პროფესიონალი ანიმატორების დახმარებით.
აქცია დევიზით - "შეითავსე მხატვრის როლი და დახატე რომპეტროლი" - საქართველოს სხვადასხვა ქალაქში პირველად გასულ წელს ჩატარდა. წელს "ვხატვთ რომპეტროლს" განახლებული ფორმატით დაბრუნდა და უკვე მოიარა ბათუმი, გაართო ბავშვები გორში და ბორჯომში, ხოლო კვირას ზოოპარკში ჩატარდება.
"ვხატავთ რომპეტროლს" მთელი აგვისტოს განმავლობაში ყოველ კვირა დღეს, სხვადასხვა ქალაქში ტარდება. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ბავშვებს და კიდევ არაერთი ლამაზი დღე ვაჩუქოთ. 29 აგვისტოს "ვხატავთ რომპეტროლს" წყნეთის ბავშვთა სახლში საგანგებოდ მოეწყობა. რაც მთავარია, რომპეტროლის ორგანიზებით, 19 სექტემბერს მთაწმინდის პარკში ყველა ატრაქციონზე ბავშვები უფასოდ გაერთობიან, ხოლო პარკის შესასვლში გაიმართება ნახატების გრანდიოზული გამოფენა-გაყიდვა. სურათების შეძენა მსურველებს ნებისმიერ, თუნდაც სიმბოლურ თანხად შეეძლებათ, ხოლო შემოსული თანხა მთლიანად მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს გადაეცემა", - აცხადებენ "რომპეტროლ საქართველოში".
აღნიშნული პროექტი "რომპეტროლის" სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის ფარგლებში ხორციელდება, რომლის სახელწოდებაა "ჩვენი მომავლის ენერგია".
"რომპეტროლ ჯგუფი" ტრანსნაციონალური ნავთობკომპანიაა, მისი მთავარი ოფისი ამსტერდამში მდებარეობს და ამჟამად მსოფლიოს 16 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა. ძირითადად წარმოდგენილია საფრანგეთში, რუმინეთში, ესპანეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. "რომპეტროლ საქართველო" ევროსტანდარტის საწვავის უმსხვილესი მომწოდებელია ქართულ ბაზარზე.