კახეთის რეგიონში 85 584 ტონა ყურძნის მოსავალს ელიან. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს რეგიონის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა განუცხადა, აქედან 58 419 ტონა რქაწითელია, 22 831 ტონა საფერავი და 4 335 ტონა ჰიბრიდული ჯიშის ყურძენი.
ყურძნის ყველაზე მეტი მოსავალი - 21 180 ტონა გურჯაანშია მოსალოდნელი. 2 958 ტონა ყურძენს ელიან დედოფლისწყაროს რაიონში, 5 155 ტონას ახმეტის რაიონში, 16 400 ტონას ყვარლის რაიონში, 5 907 ტონას ლაგოდეხის რაიონში, 9 088 ტონას სიღნაღის რაიონში, 10 507 ტონას თელავის რაიონში, 14 389 ტონას საგარეჯოს რაიონში.
შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის განცხადებით, რთველი კახეთში 24 აგვისტოს დედოფლისწყაროდან უნდა დაიწყოს. მისივე თქმით, ყურძის ჩასაბარებლად რეგიონში 34 პუნქტი იმუშავებს. სამინისტროში არ აკონკრეტებენ, ყურძენს რომელი ღვინის ქარხნები ჩაიბარებენ და სუბსიდიისთვის მთავრობა ბიუჯეტიდან რა თანხას გამოყოფს.