აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ ვიტკოფმა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე კომენტარის გაკეთებისას აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული მანამდე, ვიდრე უკრაინელები არ დარწმუნდებიან, რომ კონფლიქტი აღარ განმეორდება.
„ჩვენი პოლიტიკაა, რომ სამშვიდობო შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული მანამდე, ვიდრე უკრაინელი ხალხი მტკიცედ არ დარწმუნდება, რომ ეს აღარასდროს განმეორდება. ჩვენი უსაფრთხოების პროტოკოლები შექმნილია იმისთვის, რომ ადამიანებს მისცენ ძლიერი განცდა, რომ მათ შეუძლიათ მშვიდობიანად იცხოვრონ, ჰქონდეთ სიცოცხლე შვილებისთვის, არ იყოს ამ ტიპის ძალადობა ორ ქვეყანას შორის და რომ ეს კონფლიქტი აღარასდროს განმეორდეს“, - თქვა უიტკოფმა. მისი თქმით, ეს არის ამ უსაფრთხოების გარანტიების საფუძველი და წინაპირობა.
ამავდროულად, სპეციალურმა წარმომადგენელმა არნიშნა, რომ ტრამპის მითითებით, მოლაპარაკებების ჯგუფი ცდილობს „გააკეთოს ყველაფერი, რაც შესაძლებელია“ სამშვიდობო მოლაპარაკებების წინსვლისთვის. მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გულგრილი არ არის.
„მთავარ მაგიდაზე ბევრი კრეატიული იდეაა, რომლებსაც დღეს არ განვიხილავ, რადგან ეს, ალბათ, უადგილო იქნებოდა, მაგრამ ეს ისეთი საკითხებია, რომლებიც აქამდე არასდროს განხილულა და ისინი ჭკვიანური, გონივრული და რაციონალურია და ის, რომ არ მუშაობს, არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა გავაგრძელოთ მცდელობა“, - თქვა უიტკოფმა.