ამერიკული ავტომწარმოებელი "ჯენერალ მოტორსი" თავისი ევროპული განყოფილების "ოპელის" თანამშრომლებს 1,1 მლრდ ევროს გადაუხდის, თუ ვერ შეძლებს პროფკავშირებთან მიღწეული შეთანხმების მიხედვით დამატებითი ინვესტირების საფუძველზე ახალი მოდელების გამოშვებას.
"ჯენერალ მოტორსმა" მიმდინარე წლის თებერვალში პირობა დადო, რომ 2014 წლამდე "ოპელის" ახალი მოდელების შემუშავებისთვის 11 მლრდ ევრროს ინვესტირება განახორციელოს. ინვესტიციის მიზანს წარმოადგენს "ოპელის" მოდელების 80 %-ის განახლება. იმ შემთხვევაში, თუ "ჯენერალ მოტორსი" პირობას ვერ შეასრულებს, მას მოუწევს ოპელის თანამშრომლებისთვის 2011-2014 წლებში წელიწადში 265 მლნ ევროს გადახდა.
მიღწეული შეთანხმების მიხედვით, პროფკავშირები დათანხმდა ოპელის 8 ათასი თანამშრომლის შემცირებას.