სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზების ყოფნის ვადა 2044 წლამდე გაგრძელდება. შესაბამის ხელშეკრულებას რუსეთისა და სომხეთის პრეზიდენტები დიმიტრი მედვედევის ერევანში ვიზიტის ფარგლებში მოაწერენ ხელს.
ხელშეკრულების მიხედვით გიუმრიში რუსეთის სამხედრო ბაზის ყოფნის ვადა 49 წლით განისაზღვრება.
"შესაბამისი შესწორება შევა 1995 წლის ხელშეკრულებაში. თუ 1995 წლის ხელშეკრულება მოქმედებდა 25 წლის ვადით, ამჟამად ეს ვადა 49 წლით შეიცვლება და ათვლვა 1995 წლიდან დაიწყება", _ ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა განაცხადა.