კომპანია "ვიზამ" ინტერნეტში ნივთების შესაძენად ახალი მომსახურება - ღიგჰტცლიქ-ი დანერგა. კომპანიის ინფორმაციით, ახალი ონლაინრესურსი საშუალებას იძლევა, მარტივად მოიძებნოს სასურველი ნივთი, მოხდეს მათი შედარება ინტერნეტმაღაზიებში არსებულ სხვა ნივთებთან. გათვალისწინებულია შენაძენის მიწოდების პირობებიც.
მომხმარებელს საშუალება ექნება, შეადგინოს არჩეული ნივთების კატალოგი, დაყოს კატეგორიებად და ნივთების ფოტოები მეგობრებსაც აჩვენოს. ნივთების შეძენა შესაძლებელი იქნება ბმულის Wishspace მეშვეობით, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, პირდაპირ გადავიდეს გამყიდველის ვებგვერდზე. შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ავტომატურად შეიყვანოს პირადი მონაცემები გადახდისა და მიწოდების ინფორმაცია რომელიც პერსონალურ ექაუნტში იქნება შენახული. ონლაინშეძენის შემდეგ სერვისი თვალყურს მიადევნებს ნივთის მიწოდების პროცესს.