მე მესმის, რომ საპატრიარქო და ზოგადად რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლები არ შეიძლება უჭერდნენ მხარს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ნებისმიერ ლიბერალურ დამოკიდებულებას, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საპატრიარქოს სინოდის სხდომის ოქმთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ნარკოპოლიტიკის ლობერალიზაციის წინააღმდეგია.
მისი თქმით, სახალხო დამცველი მხარს უჭერს რეპრესიული პოლიტიკიდან მზრუნველობით და რეაბილიტაციურ პოლიტიკაზე გადასვლას, რადგან ჩვენ წლებია რეპრესიული ნარკოპოლიტიკა გვაქვს და მიუხედავად ამისა, ჩვენ ვერ მივაღწიეთ ნარკომომხმარებლების შემცირებას.
"მე მესმის, რომ საპატრიარქო და ზოგადად რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლები არ შეიძლება უჭერდნენ მხარს ნებისმიერ ლიბერალურ დამოკიდებულებას ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, თუმცა სახალხო დამცველი ნამდვილად უჭერს მხარს არსებული ნარკოპოლიტიკის გადახედვას. ცალსახად მიგვაჩნია, რომ ნარკომომხმარებლებზე და ნარკოდამოკიდებულებზე უნდა გამოირიცხოს საპატიმრო სასჯელი, ასევე უნდა განისაზღვროს დოზირება. ზოგადად, სახალხო დამცველი მხარს უჭერს რეპრესიული პოლიტიკიდან მზრუნველობით და რეაბილიტაციურ პოლიტიკაზე გადასვლას, რადგან ჩვენ წლებია რეპრესიული ნარკოპოლიტიკა გვაქვს და მიუხედავად ამისა, ჩვენ ვერ მივაღწიეთ ნარკომომხმარებლების შემცირებას. ჩვენი პოლიტიკა არის სისტემურად გადასახედი",- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.