ეკა ბესელია ნინო ბურჯანაძესთან კონსულტაციებს მართავს. მისი თქმით, იგი მხარს უჭერს სახალხო წარმომადგენლობითი კრების იდეას. ბესელიას შეფასებით ეს არის ეროვნული იდეა, რომლისაც ხელისუფლებას ეშინია და გამუდმებით უპირისპირდება მას.
"ქვეყანაში ტოტალური უსამართლობაა და მოქმედების დროა. შემოდგომა ნამდვილად აქტიური იქნება. ნინო ბურჯანაძე სახალხო კრების იდეაში საკუთარ ინტერესებს არ დებს, რადგან იცის, რომ ეს არის საზოგადოების გადარჩენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი", - განაცხადა ბესელიამ.
ეკა ბესელიას აზრით, ის პოლიტიკოსები, რომლებიც სახალხო კრების იდეას დაუპირისპირდებიან უნებლიედ ხელისუფლების მხარდამჭერები აღმოჩნდებიან.