ამერიკელმა მომღერალმა ქრისტინა აგილერამ ინკოგნიტოd შეასრულა რამდენიმე სიმღერა ნიუ იორკის მეტრში, შოუ - „The Tonight Show“-ის ფარგლებში, ჯიმი ფელონთან ერთად.
მომღერალი და ტელეწამყვნი ქუჩის მუსიკოსებივით გამოეწყვნენ და ნიუ იორკის მეტროში მგზავრების წინაშე წარსდგნენ.
მომღერალს თავზე ჰქონდა პარიკი, მუქი სათვალე და ქუდი, რომელიც მას სახეს უფარავდა. თუმცა, მეტროს მგზავრებმა ის მაინც შენიშნეს მისი ხმის ტემბრის გამო. მან შეასრულა ერეტა ფრანკლინის ჰიტი "Freedom" და ფაქტიურად პირველივე ნოტებიდან მუსიკოსების ირგვლივ ხალხის დიდი მასა შეიკრიბა.
ზოგიერთი მგზავრი ვერ იჯერებდა, რომ მის წინ ცნობილი მოღერალი იდგა, ვიდრე მან არ შეასრულა სიმღერა "Fighter", ბოლოს მომღერალმა და ტელეწამყვანმა მოიხსნეს ნიღბები, რასაც მგზავრების მხრიდან დიდი ოვაციები მოჰყვა.