ვაჟკაცურად მაინც მოიქეცით, რა კაცობაა ტურებივით ლაჩრულად ზურგიდან თავდასხმა, - წერს სოცილურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" და ოზურგეთის საკრებულოს წევრი, ბესო ქათამაძე.
როგორც ის აცხადებს, მას "ქართული ოცნების" წევრებმა სცემეს.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ქათამაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებების გამო „ქართული ოცნების“ წევრებმა ფრაქციის ოფისში დაიბარეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ბესო ქათამაძემ, თავად განაცხადა, რომ მას რვა პირი ურტყამდა და თავში რკინის ნაჭერი ჩაარტყეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მომხდართან დაკავშირებით ძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.
უწყების ცნობითვე, გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და გამოკითხვაზე დაბარებულია ორივე მხარე.