საბერძნეთის კრიზისი, შესაძლოა, ევროზონის კრიზისად გადაიქცეს. საბერძნეთის ეკონომიკის მკაცრი ზომები მოიცავს გადასახადებისა და აქციზების ზრდას, სახელმწიფო მოსამსახურეებსთვის ხელფასების გაყინვას, მეცამეტე ხელფასების გაუქმებას, პენსიონერებისთვის დანამატების მოხსნას, შრომის სტაჟის მიხედვით გასაცემი პენსიების შემცირებას 2030 წლისთვის და სხვა ღონისძიებებს.
საბერძნეთის სტატისტიკის სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში უმუშევრი იყო ქვეყნის ახალგაზრდა მოსახლეობის 32,5 %, მაშინ, როდესაც გასულ წელს აღნიშნული 25 %-ს შეადგენდა. ანალიტიკოსების შეფასებით, სტატისტიკის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ადასტურებს ქვეყნის ეკონომიკაში დიდი ვალისა და გამკაცრებული ფისკალური პოლიტიკის ფონზე რეცესიის გაღრმავებას.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის ეკონომიკა 2001 წელს ევროზონაში განახლების შემდეგ უმძიმეს მგომარეობაში იყოფება. 2009 წლის შედეგების მიხედვით საბიუჯეტო დეფიციტმა, მშპ-ის 13,6 % შეადგინა, 20910 წლისთვის აღნიშნული 9,1 %-მდე შემცირდა, თუმცა მდგომარეობა კვლავ კრიზისულია.