რიგგარეშე არჩევნების ჩატარება არ დგას დღის წესრიგში და ახლა, ამის საჭიროება ნამდვილად არ არის, - ამის შესახებ მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მოქმედი პარლამენტის როლი და მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება ახლო მომავალში.
"მოქმედი პარლამენტი არის ქვეყანაში სტაბილურობის, სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების და რეფორმების ლეგიტიმაციის ერთ-ერთი მთავარი გარანტორი. შესაბამისად, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება არ დგას დღის წესრიგში და ახლა, ამის საჭიროება ნამდვილად არ არის. საზოგადოებამ, ამომრჩეველმა 4 წლიანი მანდატი მოგვანიჭა და ეს ვალდებულება ბოლომდე იქნება მიყვანილი.
ვიტყოდი პირიქით, მოქმედი პარლამენტის როლი და მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება ახლო მომავალში", - განაცხადა თალაკვაძემ.