საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, ქვეყნის არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიანიჭა „ქართულ აბრეშუმს“. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო თავის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში დაინტერესებულ მხარეთა მიერ, ოფიციალური გაცნობადან ერთი თვის ვადაში.
ცნობისთვის, საქართველოში აბრეშუმის წარმოება მეხუთე საუკუნეში დაიწყო. როცა საქართველოს მეფემ, ვახტანგ გორგასლმა ინდოეთიდან მარცვალი ჩამოიტანა. ამ ფაქტს იაკობ ცურტაველის ნაწარმოები „შუშანიკის წამებაც“ ადასტურებს, სადაც მოთხრობილია, რომ მეხუთე საუკუნეში მოღვაწე სამხრეთ ქართლის მმართველის მეუღლე „აბრეშუმის ქსოვით“ იყო დაკავებული.