UEFA-ს დაარსებიდან 64 წელი გავიდა. „უეფა“ (UEFA - Union Européenne de Football Association) ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირი არის საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს ევროპულ ფეხბურთს და ევროპული ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციებს. მისი მოვალეობაა სხვადასხვა საკლუბო და სანაკრებო ტურნირების გამართვა და მათი ორგანიზება. ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც მდებარეობს აზიის ტერიტორიაზე, ასევე შესულია „უეფას“ შემადგენლობაში. ეს ქვეყნებია: ყაზახეთი, თურქეთი, ისრაელი, კვიპროსი, რუსეთი. „უეფას“ წევრები არიან საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი.
„უეფა“ დაარსდა 1954 წლის 15 ივნისს ბაზელში. 1959 წლამდე მისი შტაბი იყო პარიზში, შემდეგ კი გადატანილ იქნა ბერნში. 1995წლიდან იგი მდებარეობს ნიონში, შვეიცარია.