დღეს, 17 აგვისტოს, მართლმადიდებელი ეკლესია შვიდთა ყრმათა ეფესელთა ხსენების დღეს აღნიშნავს.
შვიდი ყრმა ეფესელნი _ მაქსიმილიანე, იამელიხო, მარტინიანე, იოანე, დიონისე, კონსტანტინე და ანტონინე _ III საუკუნეში ცხოვრობდნენ. წმიდა მაქსიმილიანე ქალაქ ეფესოს მმართველი იყო. როდესაც იმპერატორი დეკიუსი ეფესოში ჩავიდა, ყველას კერპების მსახურება მოსთხოვა. მისი ბრძანებით, ურჩები სიკვდილით დაისჯებოდნენ. შვიდი ქრისტიანი ყრმა იმპერატორთან დააბეზღეს, მაგრამ იმპერატორმა შეინდო ისინი იმ იმედით, რომ წარმართობას დაუბრუნდებოდნენ. ყრმებმა მღვიმეს შეაფარეს თავი, სადაც იმპერატორის ბრძანებით შესასვლელი ამოუქოლეს. უფალმა მათ ორსაუკუნოვანი ძილი მოუვლინა.