მულტიპლიკაციური ფილმი "სათამაშოების ისტორია 3" ანიმაციურ სურათებს შორის ყვლა დროის საკასო ფილმი გახდა. შესაბამისი მონაცემები კომპანია Disney -მ გაავრცელა. ფილმი ეკრანებზე 2010 წლის 16 ივნისს გამოვიდა, მთელ მსოფლიოში 920 მილიონი აშშ დოლარის შეგროვება შეძლო და ამ მაჩვენებლით "შრეკი 2"-ს გადაუსწრო.
ფილმი კომპანია Walt Disney -ის ყველაზე წარმატებული პროექტების ოთხეულში მოხვდა. ამ მაჩნეველით პირველ ადგილზეა "სარიბის ზღვის მეკობრეები: მიცვალებულის სკივრი" (1,07 მლრდ. დოლარი), მეორე ადგილზეა "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" (1.02 მლრდ. დოლარი), კარიბის ზღვის მეკობრეები: სამყაროს ბოლოში" (961 მლნ დოლარი).
"სათამაშოების ისტორიის" პირველი ნაწილი ეკრანებზე 1995 წელს გამოვიდა და 362 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 1999 წელს მერე ნაწილმა 485 მილიონი შემოსავალი მოიტანა. 2006 წელს სტუდია Pიხარ-ი, რომელმაც ფილმი შექმნა, ჭალტ Dისნეყ-მ შეიძინა. გარიგების მოცულობამ 7.4 მლრდ. დოლარი შეადგინა.