საქართველოში პური გაძვირდა. თონეებმა პურის გაძვირება დაიწყეს. თუმცა ამ დრომდე პურზე ფასი არ გაუზრდიათ ქარხნებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" წისქვილ-კომბინატებში განუმარტეს, ქარხნები მათგან ერთდროულად 2 კვირის მარაგს ყიდულობენ, და შესაბამისად ფქვილზე ფასის ზრდა პურის ფასზეც 2 კვირის შემდეგ უნდა აისახოს.
"ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციიაში" აცხადებენ, რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში ფქვილის ფასი 34 ლარიდან 39 ლარანმდე გაიზარდა. ასოციაციის ინფორმაციით, წისქვილ-კომბინატი "კარმენი" ფქვილს 37 ლარად ყიდის, რუსთავში მდებარე "პროგრესი" 39 ლარად, ხოლო თბილის ტერიტორიაზე განთავსებულ წისქვილ-კომბინატებში ერთი ტომარა ფქვილის ფასი 39-40 ლარია.
დღეისათვის ფოთში შემოტანილი, განუბაჟებელი ხორბლის ღირებულება 300 დოლარია, ხოლო მისი განბაჟების, დღგ-ს გადახდისა და ტრანსპორტის ხარჯების გათვალისწინებით წისქვილ-კომბინატს 350 დოლარი უჯდება.
თუმცა სამომავლოდ რა ეღირება ხორბალი ამის პროგნოზირება ძნელდება, რადგანაც რუსეთმა ხორბლის ექსპორტი 15 აგვისტოს უკვე აკრძალა და სხვა ექსპორტიორ ქვეყნებში არსებული კრიზისის გამო პროზნოზის გაკეთება ძნელია.
რუსეთის ბაზრის დაკარგვის შემდეგ ტრეიდერებმა სხვა ალტერნატიულ ბაზრების მოძიება დაიწყეს.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ქვეყანა წლის განმავლობაში 800 ათას ათას ტონა ხორბალს მოიხმარდა, რომლის 15 %-იც ადგილზე იწარმოებოდა, ხოლო იმპორტირებული ხორბლის 95 %-ი რუსეთზე, დანარჩენი 5 %-იც ყაზახეთზე და უკრაინაზე მოდიოდა, თუმცა კრიზისის პირობებში როგორ გადანაწილდება 2010 წელს აღნიშნული მონაცემები უცნობია.