დღეს, 16 აგვისტოს, 12:00 საათზე, თბილისის მერიასთან გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციას განაახლებენ. ისინი გარევაჭრობის ლეგალიზებას მოითხოვენ.
მოვაჭრეები გეგმავენ აღნიშნული მოთხოვნით თბილისის მერს წერილობითაც მიმართონ.
თბილისის მერის გადაწყვეტილებით, 10 აგვისტოდან თბილისში გარევაჭრობა აიკრძალა. გარემოვაჭრებს მერია დახურულ ბაზრებში გადაყვანას სთავაზობს და წლის ბოლომდე გადასახადზე შეღავათების დაწესებას ჰპირდება.
გარემოვაჭრეები ბაზრებში შესვლაზე უარს აცხადებენ, რის მიზეზადაც დაწესებულ მაღალ გადასახადებს ასახელებენ. მათივე თქმით, გადასახადი იმნდენად მაღალია, რომ ახალი წლიდან მის გადახდას ვერ შეძლებენ.