დღეს, 16 აგვისტოს, 14:00 საათზე, სხვადასხვა კომპაქტურად ჩასახლებული ადგილებიდან გამოსახლებული დევნილები ლტოლვილთა სამინისტროსთან შეიკრიბებიან და საპროტესტო აქციას გამართავენ
დევნილები თბილისის მასშტაბით ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას ან კომპენსაციას მოითხოვენ.
თბილისში კომპაქტურად ჩასახლებული ადგილებიდან დევნილთა მასიური გამოსახლება მიმდინარეობს. მთავრობა მათ ალტერნატიულ ფართებს სხვადასხვა რაიონებში სთავაზობს, რაზეც დევნილები უარს აცხადებენ. დევნილების განმარტებით, მათ მხოლოდ დედაქალაქში შეუძლიათ საარსებო მინიმუმი იშოვონ, სოფლებში ყველაფრის თავიდან დაწყებასა და შვილების რჩენას ვერ შეძლებენ.