დღეს, 15 აგვისტოს, ბათუმის ილია წავჭავაძის სახელობის სახელმწოფო თეატრის "მის სტუდენტური სახე 2010"-ის გამარჯვებული გამოვლინდება.
კონკურსში მონაწილეობას 18 უმაღლესი სასწავლებელი იღებს.
კონკურსი ბათუმის "აკვა პარკში", კონკურსანტების ფოტოსესიით დაიწყო.
ღონისძიების პარტნიორები არიან - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი, ბათუმის მერია; პროექტის სპონსორია - კომპანია "ბილაინი", ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
ჟიურის წევრები არიან - სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი ავალიანი, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პრეზიდენტი - გიკა ჯოხაძე, "ბილაინის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი - თეონა ბაღდავაძე, ვაკის საცურაო აუზის მენჯერი - გიორგი ბოჭორიშვილი.
სილამაზის კონკურსის ორგანიზატორები არიან: ნათია ცაბუტაშვილი, გალინა არველაძე, ნინა ქობალია, გეგა ფალავანდიშვილი, ირინა ონაშვილი.