ხვალ, 15 აგვისტოს 13:00 საათიდან, ბორჯომის პარკში სოციალური აქცია "ვხატავთ რომპეტროლს" გაიმართება. აქციის ფარგლებში მხატვრები, ანიმატორები და მხიარული მულტფილმების პერსონაჟები პატარებს გაართობენ და ერთად დახატავენ სურათებს მზრუნველობა მოკლებული ბავშვების დასახმარებლად.
ბავშვები, რომლებიც აქციაში ჩაერთვებიან, "რომპეტროლისგან" ხატვისათვის საჭირო ატრიბუტებს, სპეციალურ დიპლომებს და საჩუქრებს მიიღებენ. აქციის ფარგლებში, პატარები დახატავენ, იმღერებენ, იხტუნავებენ ბატუტზე და იხალისებენ პროფესიონალი ანიმატორების დახმარებით.
აქცია დევიზით - "შეითავსე მხატვრის როლი, და დახატე რომპეტროლი" საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში პირველად გასულ წელს ჩატარდა. წელს „ვხატვთ რომპეტროლს" განახლებული ფორმატით დაბრუნდა და უკვე მოიარა ბათუმი, გაართო ბავშვები გორში და ამჯერას ბორჯომის პარკში ჩატარდება.
„ვხატავთ რომპეტროლს" მთელი აგვისტოს განმავლობაში ყოველ კვირა დღეს, სხვადასხვა ქალაქებში ტარდება. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ბავშვებს და კიდევ არაერთი ლამაზი დღე ვაჩუქოთ. ბორჯომის შემდეგ აქცია თბილისში გაგრძელდება. 22 აგვისტოს ყველა ბავშვს ზოოპარკში ველოდებით, ხოლო 29 აგვისტოს „ვხატავთ რომპეტროლს" წყნეთის ბავშვთა სახლში საგანგებოდ მოეწყობა. სექტემბერში გაიმართება ნახატების გრანდიოზული გამოფენა-გაყიდვა, ხოლო შემოსული თანხა მთლიანად მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს გადაეცემა," აცადებენ „რომპეტროლ საქართველოში".
აღნიშნული პროექტი „რომპეტროლის" სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის ფარგლებში ხორციელდება, რომლის სახელწოდებაა "ჩვენი მომავლის ენერგია".
"რომპეტროლ ჯგუფი" ტრანსნაციონალური ნავთობკომპანიაა, მისი მთავარი ოფისი ამსტერდამში მდებარეობს და ამჟამად მსოფლიოს 16 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა. ძირითადად წარმოდგენილია საფრანგეთში, რუმინეთში, ესპანეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. "რომპეტროლ საქართველო" ევრო სტანდარტის საწვავის უმსხვილესი მომწოდებელია ქართულ ბაზარზე.