აფხაზეთიდან დევნილმა, ნინა ცინდელიანმა, საცოვრებელი ადგილის მოთხოვნით, გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალთან შიმშილობა დაიწყო. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ნინა ცინდელიანმა განუცხადა, მთავრობა მას პირდებოდა, რომ ვარკეთილში მშენებარე კოტეჯებში შეასახლებდა, თუმცა ხელისუფლებამ დაპირება არ შეასრულა.
"ოთხჯერ მოვიდა კომისია და ჩემი პირობები ადგილზე შეამოწმეს. მპირდებოდნენ, რომ კოტეჯში გადამიყვანდნენ საცოვრებლად, თუმცა ამაოდ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2 ათასი დოლარი აიღეს იმისათვის, რომ ადამიანები ამ კოტეჯებში შეესახლებინათ. თუმცა ხელისუფლებამ ესეც არ იკმარა და იმ ჰოსპიტალიდანაც გამოგვყარა, სადაც დროებით ვცხოვრობდით"- განაცხადა ნინა ცინდელიანმა.