აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მრჩეველი და "მშვიდობიანი აფხაზეთის" კოორდინატორი, ლორიკ მარშანია რამდენიმე საათის წინ პირველ კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.
საავადმყოფოს რეანიმაციაში ლორიკ მარშანია მას შემდეგ მოხვდა, რაც მას ფონიჭალის დასახლებაში მანქანა დაეჯახა. ავტოავარიაში მარშანიამ თავის ტვინის სერიოზული დაზიანება მიიღო.
აფხაზი საზოგადო მოღვაწე და პოლიტიკოსი ლორიკ მარშანია ერთ ერთი პირველი იყო მათ შორის ვინც ორი წლის წინ საინფორმაციო სააგნეტოი "ჯი-ეიჩ-ენის" ინტერნეტაქციას "ჩემი საქართველო აფხაზეთიდან იწყება" გამოეხმაურა და სააგენტოში მრავალ საინტერესო ნაშრომთან ერთად გვესტუმრა.
აქციასთან დაკავშირებით ლორიკ მარშანიამ განაცხადა: "მე აფხაზი ვარ და ამაყად ვამბობ, რომ ჩემი საქართველო აფხაზეთიდან იწყება".