ბათუმში ტარკანის კონცერტი გადაიდო, რომელიც 18 აგვისტოს უნდა გამართულიყო. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" აჭარის მთავრობის აპარატის თანამშრომელმა ნინა ქობალიამ განუცხადა, მომღერლის გეგმები შეიცვალა და იგი ბათუმში სავარაუდოდ ნოემბერში ჩავა.
ტარკან ტეველოღლუ, ცნობილი როგორც ტარკანი, 1972 წლის 17 ოქტომბერს გერმანიაში დაიბადა. ოჯახში მეექვსე ბავშვი იყო. 14 წლამდე ევროპაში იზრდებოდა, შემდეგ კი ტევეტოღლების ოჯახმა ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა.
თურქეთში ჩასვლისთანავე ტარკანი თურქული კლასიკური მუსიკის კურსებზე ჩაეწერა. მიუხედავად იმისა, რომ კანონი 16 წლის ასაკში პუბლიკურ გამოსვლებს კრძალავდა, იგი სტამბულის კლუბებსა და ბარებში კონცერტებს რეგულარულად მართავდა.
ტარკანი უამრავი პრემიის ლაურეატია, როგორც თურქეთში, ასევე მთელ მსოფლიოში. მისი კარიერა დაიწყო 1992 წელს. ტარაკნის პლატინური ალბომების 25 მილიონი ასლი გაიყიდა მთელ მსოფლიოში.