პრეზიდენტის მიერ გამოთქმული შენიშვნები შედეგიანი აღმოჩნდა - ეს კომენტარი კომპანია "ფასტ პლუს"-ის ხელმღვანელმა ნაზი ალასანიამ, საქართველოდდან ირანში ცხვრების ექსპორტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა. ალასანია აცხადებს, რომ მეწარმისათვის როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ყველანაირი ბარიერი მოხსნილია.
"ერთ-ერთ მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტის მიერ გამოთქმული შენიშვნები, როგორც ჩანს, დროული და შედეგიანი აღმოჩდა. ამას დაემატა ისიც, რომ ეკონომიკის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, სადაც ყველანაირი ბარიერი მოხსნილია. მცირე მეწარმეებსაც კი გვაქვს შესაძლებლობა შევხდეთ მინისტრს და პირადად ვესაუბროთ ბიზნესში არსებულ პრობლემებზე, რომელიც რეაგირების გარეშე არ რჩება. რაც ცოტა ხნით ადრე, თითქმის შეუძლებელი იყო. იგივე მინდა ვთქვა სოფლის მეურნეობის სამინისტროზეც, სადაც მეწარმებს ყველანაირი პირობა აქვს საქმიანობა წარმატებით განახორციელოს. როცა ხელისუფლება მეწარმეებთან ურთიერთობებს ამარტივებს, ცხადია, ეს წაადგება ეკონომიკის განვითარებას და, შესაბამისად ქეყენას", _ განაცხადა ალასანიამ.