სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში სტიქიის შედეგად დაზიანებული სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო.
უკვე გაწმენდილია წყლის სათავე ნაგებობამდე მისასვლელი გზა. მოხდა სტიქიის შედეგად დაბინძურებული სასმელი წყლის მილების დასუფთავება.P
პარალელურად, აღდგენითი სამუშაოები ტარდება იმ უბნებშიც, სადაც სტიქიამ სასმელი წყლის მილები დააზიანა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს "ბაკა+" ახორციელებს. რეაბილიტაციისათვის საჭირო 7.800 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
"დღეისათვის ანაგის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს სასმელი წყალი უკვე მიეწოდება, აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს უწყლოდ დარჩენილ უბნებშიც. კვირის ბოლომდე წყლის მიწოდება კიდევ რამდენიმე უბანს აღუდგება,"-განაცხადა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნოდარ კოჭლამაზაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები