დიდ ბრიტანეთში პრინცი ჰარის და ამერიკელი მსახიობი მეგან მარკლის ჯვრისწერა შედგა.
ცერემონია წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ჩატარდა, რომელიც უინძორების სასახლეში მდებარეობს. წყვილმა უარი განაცხადა ჯვრისწერის ლონდონში გამართვაზე, რადგან სურდათ ნაკლები პომპეზურობით ჩატარებულიყო ცერემონია.
მეგან მარკლი სასახლეში გრძელ თეთრ კაბაში გამოწყობილი მივიდა, ბრილიანტის ტიარით, რომელიც ბრიტანელი დიზაინერის მიერ იყო შექმნილი. ის მუშაობს ისეთ ცნობილ მოდის სახლში როგორიცაა „Givenchy“.
საკურთხეველთან მარკლი მისმა მამამთილმა მიიყვანა. რადგან მისმა მამამ ჯვრისწერაზე დასწრება ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ შეძლო. ახალხანს მას გულის ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა.
დღეს დედოფალმა ელისაბედ II-მ პრინც ჰარის და მის მეუღლეს სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ტიტული მიანიჭა.