11 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სომხეთის კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის სააგენტოს დელეგაცია ესტუმრა.
სასწავლო ვიზიტის მიზანია ორ ორგანიზაციას შორის გამოცდილების გაზიარება და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები გაეცნობიან სააგენტოს საქმიანობას, გატარებულ რეფორმებს, ქონების რეგისტრაციის გამარტივებულ პროცედურებსა და ახალ ელექტრონულ სერვისებს. ასევე გამართავენ შეხვედრას სააგენტოს ავტორიზებულ მომხმარებლებთან - უძრავი ქონების ბაზარზე მოქმედ ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლებთან.
სასწავლო ვიზიტი 13 აგვისტოს დასრულდება.