დღეისათვის აჭარაში 514 ათას 815 ვიზიტორია დაფიქსირებული, რაც წინა წლის იანვარ-8 აგვისტოსთან შედარებით 150%-ით მეტია, ხოლო 2008-თან შედარებით კი 240,3 %-ით მეტი.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2009 წლის იანვარ-8 აგვისტოს სულ აჭარაში 207 ათას 699 ვიზიტორი იმყოფებოდა, ხოლო 2008 წლის იანვარ-ივნისში კი 151 ათას 264 ვიზიტორი.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2010 წლის იანვარ-8 აგვისტოს აჭარაში ჩამოსულ უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა იყო 159 ათას 843 ვიზიტორი, რაც 2009 წლის დროის იმავე პერიოდთან შედარებით 158 %-ით მეტია, ხოლო 2008-სთან შედარებით კი 220 %-ით მეტი. 2009 წლის იანვარ-8 აგვისტოს აჭარას სტუმრობდა 62 ათას 70 უცხოელი ვიზიტორი, ხოლო 2008 წელს კი 49 ათას 976.