ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის პოსტი ვაკანტურია. "ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, სულხან სისაური, რომელიც დღემდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა, სამუშაოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადავიდა. თუმცა ამ დროისათვის სისაურის შემცვლელის ვინაობა არ კონკრეტდება.
შეგახსენებთ, რომ სულხან სისაური ეკონომიკის სამინისტროში 2008 წლის დეკემბრიდან მუშაობდა, თუმცა მანამდე სისაურს თბილისის მერიაში, მერის მოადგილის პოსტი ეკავა.