ტურიზმის დეპარტამენტი უქმდება და მის ნაცვლად იქმნება ტურიზმის ეროვნული სააგენტო, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაექვემდებარება. ამის შესახებ ჟურნალისტებს' ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ განუცხადა.
მინისტრის თქმით, ახალი უწყება უფრო ქმედითუნარიანი იქნება.
შეგახსნებთ, რომ ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კონკურსის წესით ცოტა ხნის წინ ინგლისში მცხოვრები ქართველი მაია სიდამონიძე დაინიშნა. ახალი თავმჯდომარე ტურიზმის სფეროს სპეციალისტია. მან ბაკალავრიატის განათლება შვეიცარიაში მიიღო, ხოლო შემდგომ მაგისტრატურაში სწავლა ინგლისში გააგრძელა.