საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში, დღეს, პრემიერ-მინისტრის მთავარ მრჩეველთან ბიზნესის დაცვის საკითხებში გიორგი პერტაიასთან შეხვედრა შედგა.
შეხვედრაზე "ბიზნეს ომბუცემნი" ინვესტორთა ასოციაციის საქმიანობას გაეცნო.
ინვესტორებმა პერტაიასთან რამოდენიმე პრობლემატური საკითხი წამოჭრეს, რომლის გადაწყვეტასაც ბიზნესი საქართველოს მთავრობას სთხოვს.
ბიზნესმა მთავრობას შორის სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების ტარიფების გადახედვა და საბაჟოსთან მიმართებაში არსებული პრობლემის მოგვარება მოითხოვეს. ასევე მწვავედ დაისვა საკითხი საფინანსო პოლიციასა და პროკურატურასთან ურთიერთობების არსებული მდგომარეობა და კონკრეტულად მოყვანილი იქნა მაგალითები, რომლებიც უკვე არა ერთია და დიდად ლახავს საქართველოს საინვეტიციო იმიჯს.
"მე გაძლევთ გარანტიას იმისას, რომ თქვენს მიერ დასმული საკითხი იმავე დღეს მოხსენდება პრემიერ-მინისტრს. დაკავშირებისათვის ისარგებლეთ მობილური ტელეფონით, მაილით, საიტზე განთავსებული ფორმით. თქვენი სურვილის შემთხვევაში ანონიმურობაც იქნება დაცული" - განუცხადა გიორგი პერტაიამ ინვესტორებს.