ხვალ, 10 აგვისტოს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მე-500 000 ტურისტს დააჯილდოებს. "ჯი-ეიჩ-ენისთვის" ცნობილი გახდა, რომ წელს მე-500 000 ტურისტის დაჯილდოების წესი შეიცვალა.
შარშან მე-500 000 ტურისტს ბათუმში ჩამოსვლისას მთავრობის წევრები დახვდნენ და საჩუქრად ერთ-ერთი პრესტიჟული სასტუმროს საგზური გადასცეს. წელს წესი შეიცვალა. თურიზმის დეპარტამენტი აჭარის ტერიტორიაზე განთავსებული სასტუმროების სახელწოდებებს ლოტოტრონში ჩატრის და ერთ-ერთ სასტუმროს ასე გამოავლენს. ამის შემდეგ ლოტოტრონში იყრება ამ სასტუმროს ნომრების რაოდენობა და რომელი ნომერიც ამოვა, იმ ნომერში მცხოვრები ტურიზმის დეპარტამენტისგან საჩუქარს მიიღებს. საჩუქარი კი ამჯერადაც საგზური იქნება სასტუმრო "შერატონ ბათუმში" ან კიდევ "ჯორჯიან პალასში". ამ ორიდან კონკრეტულ სასტუმროს გამარჯვებული თავად ამორჩევს.
დეპარტამენტის თავმჯდომარის, თემურ დიასამიძის განცხადებით, ამ დროისთვის აჭარის რეგიონში ნახევარ მილიონზე მეტი ვიზიტორია ჩამოსული, რაც გასულ წელთან შედარებით ორჯერ მეტია.