დღეისთვის საქართველოს რუსეთის 117 მლნ.-დოლარიანი დავალიანება აქვს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2010 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, რუსეთის მიმართ საქართველოს 117 მლნ. 438 ათასდოლარიანი დავალიანება აქვს. საგარეო ვალის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში საქართველომ რუსეთს 1 მლნ 385 ათასი დოლარი დაუბრუნა, რადგანაც 2009 წლის 30 ივნისის მდგომარეობით რუსეთის მიმართ საქართველოს საგარეო ვალი 118 მლნ. 823 ათას დოლარს შეადგენდა.
2009 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კი, საქართველოს საგარეო ვალმა რუსეთის ფედერაციის მიმართ 118 მლნ. 160 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ, როდესაც 2008 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, რუსეთის მიმართ საქართველოს ვალმა 119 მლნ. 433 ათასი დოლარი, ხოლო 2007 წლის 31 დეკემბრისთვის 120 მლნ. 495 ათასი დოლარი შეადგინა.
2010 წლის 30 ივნისის მდგომარეობთ საქართველოს სულ სახელმწიფოს მიერ და სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტების მოცულბა 3 მლრდ 464 მლნ. 795 ათასი დოლარითაა განსაზღვრული.