რიდლი სკოტის ახალი ფილმის "დაუმთავრებელი ომის" სცენარის ავტორი დევიდ პიპლზი იქნება. სკოტმა და პიპლზმა 1982 წელს ერთობლივად იმუშავეს ფილმზე "დანის პირზე მორბენალი".
ახალი ფილმს მწერალ-ფანტასტის ჯონ ჰოლდემანის წიგნის "დაუმთავრებელი ომის" მიხედვით გადაიღებენ.
რომანი მწერალმა 1974 წელს გამოსცა, ხოლო 1996 წელს ფანტასტიური ლიტერატურის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრემიის "ჰიუგოს" მფლობელი გახდა.
დევიდ პიპლზი ცნობილია ფილმებით, "12 მაიმუნი" და "დაუპატიჟებელი".
რაც შეეხება რიდლი სკოტს მისი ბოლო სარეჟისორო ნამუშევარი "რობინ ჰუდია". ფილმი ეკრანებზე 2010 წლის მაისში გამოვიდა. უნდა აღინიშნოს რომ ის უახლოეს მომავალში კიდევ რამოდენიმე ფილმის გადაღებას აპირებს