მეორე დღეა კახეთში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს. რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში აგვისტოს ომში გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახებს კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი და მუნიციპალიტეტის გამგებლები ხვდებიან.
A
თელავში მცხოვრებმა სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან დევნილმა ბავშვებმა და მათმა მშობლებმა თელავის ისტორიული მუზეუმი კახეთის გუბერნატორთან ერთად დაათვალიერეს.Mმუზეუმის ეკლესიაში დაღუპულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. დევნილმა ბავშვებმა თეთრ ფურცლებზე ჩანაწერები დატოვეს, რომლებიც მუზეუმის ფონდებში შეინახება.
დღეს, ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახელობის კულტურის სახლში ომში დაღუპული ერთადერთი პოლკოვნიკის დავით ელიზბარაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. "მადლობას ვუხდით ყველა ოჯახს ქვეყნისათვის გაღებული მსხვერპლის გამო. ჩვენ კი გავაგრძელებთ ისეთი სახელმწიფოს მშენებლობას, რომელსაც დევნილი ბავშვები და ომში დაღუპულების ოჯახები არ ეყოლება,"-განაცხადა კახეთის გუბერნატორმა.
Aაგვისტოს ომში კახეთიდან 14 ჯარისკაცი გარდაიცვალა.Yყველა მათგანის ოჯახს ხსოვნის კვირეულის ფარგლებში, ფულადი დახმარების სახით,500ლარი გადაეცა.