9 აგვისტოდან 19 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დელეგაცია 7 კაცის შემადგენლობით აშშ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სტატისტიკის სამსახურის მიწვევითა და დაფინანსებით სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა.
დელეგაციის ხელმძღვანელია საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თენგიზ ცეკვავა.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან როგორც სოფლის მეურნეობისა და გარემოს სტატისტიკის, ისე რეგიონული სამმართველოების თანამშრომლები. ვიზიტის მიზანია აშშ-ში სოფლის მეურნეობის სტატისტიკის წარმოების გაცნობა.
ვიზიტის პირველ კვირას დელეგაცია გაატარებს ვაშინგტონში, სოფლის მეურნეობის სტატისტიკის სამსახურის ცენტრალურ ოფისში, სადაც გაეცნობა სოფლის მეურნეობის სტატისტიკის მეთოდოლოგიას და ორგანიზაციას, ხოლო მეორე კვირას - მერილენდის შტატში, სადაც გაეცნობა შტატის ოფისის მუშაობის ორგანიზაციას, აგრეთვე ინტერვიუერებისა და ზედამხედველების მუშაობას.