9 აგვისტოს ვისოლმა ბათუმში მომსახურების ახალი ცენტრი გახსნა. მომსახურების ცენტრი, რომელიც ქალაქის ცენტრში - რუსთაველის 41-ში განთავსდა, როგორც კორპორაციულ, ასევე კერძო პირებს მოემსახურება.
სერვის ცენტრი მომხმარებლებს პლასტიკური ბარათებითა და ტალონებით მომსახურებას სთავაზობს და საბუღალტრო დოკუმენტაციის მიღებაც ადგილზევეა შესაძლებელი. ადგილობრივი მომხმარებელი ავტომატურად სარგებლობს ყველა იმ შეღავათითა და ფასდაკლებებით, რასაც კომპანია მომხმარებელს ზოგადად სთავაზობს.
`ნავთობპროდუქტების სექტორი საკმაო დინამიზმით გამოირჩევა. შესაბამისად, ჩვენ სწრაფი ტემპებით ვვითარდებით რეგიონებში, ისევე როგორც დედაქალაქში. ჩვენი კორპორაციული სტრატეგიაა, შევინარჩუნოთ ერთნაირი ფასი ყველა ავტოგასამართ სადგურზე, რომ აღარაფერი ვთქვათ ნავთობროდუქტების ხარისხზე, საწვავის ზუსტად მიწოდებასა და მომსახურების დონეზე. დღეისათვის ბათუმის განვითარება სწრაფი ტემპებით ხდება და იგი არ ჩამორჩება დედაქალაქის განვითარების ტემპებს, რაც, ბუნებრივია, როგორც ბიზნესმენისთვის მისასალმებელია და ბიზნესის განვითარების დამატებით სტიმულს იძლევა," - აცხადებს ვისოლის გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.
სერვის ცენტრში ათამდე ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული. ვისოლი აჭარაში 1000-მდე ორგანიზაციას ემსახურება და ყოველდღიურად 7000-მდე კერძო პირს ამარაგებს საწვავით.
დღესდღეობით აჭარაში ვისოლის 8 ავტოგასამართი სადგური ფუნქციონირებს. წლის ბოლომდე კომპანიის ქსელს კიდევ 4 ავტოგასამართი სადგური შეემატება.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: