დღეს, 8 აგვისტოს, 2008 წლის ომში დაღუპულების ხსოვნას საქართველოს ყველა რეგიონში პატივი მიაგეს.
ქვეყნის ყველა მოქმედ ეკლესიაში აგვისტოს ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს და მათი საფლავები გვირგვინებით შემაკეს.
ფოთში, ქუთაისში და სენაკში კი ქართველ გმირების სახელზე მემორიალები გაიხსნა.
კახეთის ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ომში დაღუპულ ჯარისკაცთა ოჯახებს ფულადი დახმარება გადაეცემათ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დაწყებიდან ორი წელი გავიდა.