ხვალ, 9 აგვისტოს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, კომპანია "თელასის" ქვესადგურ "საბურთალო-1" პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოს ჩატარების გამო, საბურთალოს რაიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება ბახტრიონის, იყალთოს, მიცკევიჩის, საბურთალოს, საირმის, ფანასკერტელ-ციციშვილის, დოლიძის, ბალანჩივაძის, ჩიქოვანის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს
სარემონტო სამუშაოს დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.