აჭარის სანაპირო ზოლზე სკუტერებით მოძრაობა აიკრძალა. აღნიშნული გადაწყვეტილება რეგიონის სამაშველო სამსახურმა მიიღო. მათი განამარტებით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთან შეთანხმებისა და მოძრაობის წესების დადგენის შემდეგ სკუტერებით მოძრაობა კვლავ აღდგება.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყევტილების მიღება რამდენიმე დღის წინ ბათუმში სკუტერების შეჯახებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ხოლო ქობულეთში 42 წლის თურქეთის მოქალაქე დაიღუპა.
აღსანიშნავია, რომ სანაპირო ზოლში სკუტერების დიდი სიჩქარით მოძრაობა აკრძალულია და კანონის დამრღვევი ჯარიმდება.