რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი, რომელიც სოხუმში რუსეთის პრეზიდენტთან ერთად იმყოფება სოხუმში ჩასულ რუს ტურისტებს დაპირდა, რომ აფხაზეთში არსებული რუსეთის ყველა სამხედრო სანატორიუმი არსებობას არ შეწყვეტს და კვლავინდებურად მუშაობას გააგრძელებს.
"სანატორიუმები დარჩება. ჩვენ მათ აღვადგენთ და წესრიგში მოვიყვანთ", _ განაცხადა სერდიუკოვმა სოხუმის სანაპიროზე რუს ტურისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი აფხაზეთში დღეს ჩავიდა და აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს სერგეი ბაღაფშს შეხვდა.
მასალის გამოყენების პირობები