სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ დევნილთა გზავნილს მოაწერა ხელი, რომელიც მსოფლიოსადმი არის მიმართული.
"ჩვენ გვინდა ყველასთან მშვიდად და მშვიდობიანად ცხოვრება, აფხაზებთან, ოსებთან, რუსებთან, ბერძნებთან და სხვებთან. ოღონდ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ჩვენ სახლებში, ჩვენ სამშობლოში, აფხაზეთში და სამაჩაბლოში", - ბრძანა მეუფე ანდრიამ გრაგნილზე ხელმოწერის შემდეგ.
ამასთან, მეუფემ ბრძანა, რომ იგი ამ გრაგნილს ხელს აწერს როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე, რომელიც დაიბადა სოხუმში და მისი ოჯახი სოხუმიდან დევნილია.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, ცივილიზებული მსოფლიოსადმი მიმართვა შეიმუშავეს, სადაც ისინი მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდებენ მათ სახლებში დაბრუნებაში დაეხმარონ.