მუხათგვერდის ძმთა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების საფლავები ოპოზიციის წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს. როგორც "დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინბო ბურჯანაძემ განაცხადა, "უდიდესი ტრაგედია, როდესაც ქვეყანას ომში ამდენი ახალგაზრდა ეღუპება".
ამასთან, "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელის ზურაბ აბაშიძის განაცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მომხდარი ღრმად გაანალიზდეს.
"ორი წელი არ არის ამისთვის საკმარისი. უნდა ვიფიქროთ, როგორ გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა; როგორ დავიბრუნოთ ხალხი, რომელებიც დღეს სხვა საზღვრის მიღმა არიან. ეს არ არის ბუნებრივი საზღვარი, ეს არის შექმნილი საზღვარი, ოკუპირებული ტერიტორიები. მთავარია, რომ მოხდეს აფხაზებისა და ოსების დაბრუნება", - განაცხადა აბაშიძემ და აქვე დასძინა, რომ საქართველოს მომავალმა ხელისუფლებამ კარგად უნდა გაითავისოს, რომ ასეთი საფლავები საქართველოში აღარ უნდა არსებობდეს.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაღუპული ჯარისკაცების საფლავი გვირგვინით "სოლიდარობა უკანონო პატიმრების" ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამაც შეამკო და აქვე დასძინა, რომ "ამ გმირებს ჭირდებათ მუდმივი გაცოცხლება და პატივისცემა. სამშობლოსათვის ბრძოლა არის ყველაზე წმინდა და ამაღლებული, რაც შეიძლება მოკვდავმა ადამიანმა გააკეთოს".
დღესვე მუხათგვერდის სასაფლაოზე ზნაურის რაიონის სოფელ ავნევიდან დევნილი მოსახლეობაც იმყოფება, რომლებმაც რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს.