გორის ციხის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს, რომელშიც მონაწილეობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა და შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულმა ზურაბ არსოშვილმა მიიღეს მონაწილეობა.
"ქედს ვიხრი იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ამ ომში დაიღუპნენ და ჩვენ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ის საქმე, რომელიც ამ გმირებმა დაიწყეს. მათი ოჯახის წევრებს ვეტყვი, რომ ჩვენ უკან დახევის უფლება არ გვაქვს და სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს, ამ გმირების მიერ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ", - განაცხადა კობა სუბელიანმა.
ზურაბ არსოშვილის თქმით, ის ცოცხალი ჯაჭვი, რომელიც დღეს გორის ციხის გარშემო შეიკრა, არის ერთიანობის სიმბოლო, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვართ და მტერი ვერ დაგვამარცხებს.
ცოცხალ ჯაჭვი ადგილობრივმა მოსახლეობამ და ჩამოსულმა სტუმრება ერთიანობის სიმბოლოდ შეკრეს და მშვიდობის სიმბოლოდ მტრედები გაუშვეს.