საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართველი გმირების მიერ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს. ამის შესახებ გორის ციხესთან არსებულ ქართველ გმირთა მემორიალთან, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მეომრების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ამ გმირების სახელები. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ მიზანს მივაღწიოთ, ქვეყანა ავაღორძინოთ და ტერიტორიები დავაბრუნოთ. იმ ერს, რომელსაც ასეთი გმირები ყავს, არ აქვს უფლება, რომ ერთი ნაბიჯიც კი გადადგას უკან", - განაცხადა ნიკა გილაურმა.
აგვისტოს ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ გადაიხადა. მან ასევე უფალს შეავედრა იმ ადამიანების სულები, რომლებიც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ბრძოლების დროს დაიღუპნენ.