კორეის საერთაშორისო აეროპორტში დამლაგებელმა 327 00 დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები იპოვა. იუწყება The Korea Times.
პოლიცია ამტკიცებს, რომ მისი მფლობელი ჯერ კიდევ არ გამოჩენილა. თუკი უახლოესი 6 თის მანძილზე არ გამოცხადდება განყოფილებაში და არ დაამტკიცებს მის საკუთრებას, ოქროს ზოდები მთლიანად მპოვნელს გადაეცემა.
რეალური მფლობელის გამოჩენის შემთხვევაში, დამლაგებელი საერთო ღირებულების თანხის 20 პროცენტს მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში თუ ოქრო აღმოჩნდება კრიმინალური გზით მოპოვებული, არავინ არაფერს მიიღებს. ნათქვამია განცხადებაში.